| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცხოვრებაში, ალბათ, ყველას ჰქონია მომენტი, როცა მნიშვნელოვანი საქმის(დავალების) გაკეთება უსასრულო დროით გადაუდია. ასეთ დროს ადამიანებს ზარმაცის იარლიყს აკრავენ, თუმცა სინამდვილეში, ეს შესაძლოა სიზარმაცე კი არა - პროკრასტინაცია იყოს.
პროკრასტინაცია და სიზარმაცე ხშირად ერთმანეთში ეშლებათ. სინამდვილეში, მათ შორის დიდი განსხვავებაა. პროკრასტინაცია საქმეების გადადება, ბოლოსთვის მოტოვების ჩვევაა, რომელიც ადამიანთა 95%-ს ახასიათებს – ზოგს მეტად, ზოგს კი ნაკლებად. ეს უკანასკნელი სიზარმაცისგან იმით განსხვავდება, რომ ის აქტიური პროცესია და არა პასიური.
პროკრასტინაციისას ადამიანები ირჩევენ ნაკლებად მნიშვნელოვან, ან გამოგონილი სამუშაოს შესრულებას, რათა რეალურ დავალებას თავი აარიდონ.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქრონიკული პროკრასტინაცია აშშ-ის მოსახლეობის 20%-ს აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მთავარი განსხვავება სიზარმაცესა და პროკრასტინაციას შორის არის მოტივაცია.
სიზარმაცის შემთხვევაში ადამიანს საქმის კეთების მოტივაცია და სურვილი არ აქვს. პროკრასტინაციის დროს კი ადამიანს გააზრებული აქვს, რომ საქმე/დავალება მნიშვნელოვანია, მაგრამ სანაცვლოდ სხვა რამეს ირჩევს. (ინსტაგრამზე რილების ყურებას, ან ჩაის გაკეთებას). შეიძლება პროკრასტინირებდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზარმაცი ხართ.
პროკრასტინაციის მიზეზი შესაძლოა შიში, შფოთვა, ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ პროკრასტინაცია დამცავი მექანიზმია - ფსიქიკა ადამიანს იცავს იმ დისკომფორტისგან, რასაც რთული, მისთვის არასასიამოვნო საქმის შესრულებისას გრძნობს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო სამეცნიერო ნაშრომი, სადაც ავტორები პროკრასტინაციის ოთხ მიზეზს გამოჰყოფენ:
ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ყოველივესი შეიძლება იყოს იცის, რომ ემოციურად და პროფესიულად გადამწვარები არიან, ან შესაძლოა გარემო სადაც მუშაობენ არაკომფორტული იყოს მათთვის.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ადამიანისთვის პროკრასტინაციას კარგი არაფერი მოაქვს.
კვლევის თანახმად, ქრონიკული პროკრასტინატორები უფრო ხშირად არიან უმუშევრები.
ასევე კვლევამ აღმოაჩინა, რომ პროკრასტინატორებს ვარჯიში უჭირთ და ნაკლებს მოძრაობენ. გარდა ამისა, საქმეების მოგროვება და გადადება ფსიქიკაზეც აისახება, რაც შფოთვას ზრდის.
საინტერესოა, რაშია გამოსავალი?
ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტში, დოქტორანტმა ჯეისონ ვესელმა პროკრასტინაციის ოთხი კითხვა შეიმუშავა, რომელთა გათვალისწინებითაც სტუდენტებმა პროკრასტინაცია დაძლიეს.
ეს კითხვები შემდეგი იყო:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა