სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღის თანამშრომლების დამატებითი ვალდებულება - ახალი დოკუმენტი
19-05-2024
-
+


ბაღში განსაზღვრული უნდა იყოს კონკრეტული თანამშრომელი - რეფერირებაზე უფლებამოსილი პირი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობა იქნება ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილება და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა მათ შორის პასუხისმგებლობა რეფერალისა და შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. მისი ფუნქციები ბაღის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტით დეტალურად უნდა იყოს განსაზღვრული, - ამის შესახებ ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მოქმედებისთვის მეთოდოლოგიის დოკუმენტშია საუბარი.

ოფიციალურ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ ვინაიდან რეფერირებაზე უფლებამოსილი პირი მთავარ პერსონას წარმოადგენს ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და მასზე რეაგირების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ის განსაკუთრებით კარგად ფლობდეს შესაბამის ცოდნას ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი ჰქონდეს გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე, მათ შორის, რეფერალით გათვალისწინებულ პროცედურებთან დაკავშირებით - ძალადობის ამოცნობის და რეაგირების მექანიზმებზე.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ გადამზადების აუცილებლობა არ ეხება მხოლოდ რეფერირებაზე უფლებამოსილ პირს; იმისათვის, რომ ბაღმა ძალადობისგან თავისუფალი გარემო შექმნას, მნიშვნელოვანია, რომ ბაღის თანამშრომლებს სწორად ესმოდეთ ძალადობის მნიშვნელობა და ფლობდნენ ცოდნასა და სათანადო უნარებს ბავშვზე ძალადობის გამოსავლენად. სწორედ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და რეკომენდებულია თანამშრომელთა გადამზადების აუცილებლობა. ბაღის ნებისმიერ თანამშრომელს, რომელსაც ბავშვთან აქვს შეხება, უნდა შეეძლოს ძალადობის ამოცნობა, ფლობდეს ინფორმაციას ძალადობის ფორმებსა და ამოცნობის ნიშნებზე, რეაგირებისა და რეფერირების ვალდებულებაზე. გასათვალისწინებელია, რომ ბაღის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება აღნიშნული მიმართულებით, ერთის მხრივ, მათ ძალადობის ამოცნობისა და სათანადო რეაგირების ვალდებულების შესრულებაში დაეხმარებათ, მეორეს მხრივ, კი ძალადობაზე სათანადო ინფორმაციის ფლობა დააზღვევს რისკს, რომ ბაღის თანამშრომელი თავად არ გახდეს ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩამდენი, მათ შორის „აღმზრდელობითი“ მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა უფლებების, მათ შორის ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ბაღის თანამშრომლები გარკვეული პერიოდულობით გადიოდნენ გადამზადებას. ბაღს თავად შეუძლია განსაზღვროს პირი, რომელიც მისი თანამშრომლების გადამზადებას უზრუნველყოფს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ტრენინგით/სწავლებით დაიფაროს ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის რეფერირების პროცედურებთან დაკავშირებული თემები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება