სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატრიოტული ღონისძიება ვარდისუბნის საჯარო სკოლაში
15-05-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან, სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღები განსაკუთრებულად აღინიშნება. 

ცხადია ყურადღების მიღმა არც 9 აპრილი დარჩენილა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, ტრაგიკული დღე, რომელიც გახდა საფუძველი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისა.

„არც ის იფიქროთ, რომ ვინმეს მიავიწყდეს,
სისხლი სამშობლოსთვის დაღვრილი!
„უსუსურება საკუთარი თანდათან მანგრევს,
ვტირი და მაინც - მე ვამაყობ ჩემი მკვდრებითაც,
რომ მტრის წინაშე არ დავეცე და კი არ გავქრე,
ამოვიზარდო, აღმოვცენდე მოთმინებიდან“ - გივი ალხაზიშვილის ამ სიტყვების ირგვლივ გაერთიანებულმა მოსწავლეებმა, 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებს პატრიოტული ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიების მიზანი იყო 9 აპრილს დაღუპული ადამიანების მიერ გაღებული ღვაწლის უკვდავყოფა და მომავალი თაობისთვის ამის შეხსენება. 

მოსწავლეებმა მთელი სიზუსტით, ვიდეორგოლებით, საინტერესო თხრობითა და სიმღერებით ის ერთიანობა და თავგანწირვის მუხტი გააღვიძეს, რასაც 35 წლის წინ რუსთაველზე შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები განიცდიდნენ. 

მოსწავლეებმა ასევე სიმბოლური მემორიალი შეამკეს ტიტებით, დაანთეს სანთლები და წუთიერი დუმულით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა სულებს. 

ბოლოს კი, მოსწავლეები შეჯერდნენ, რომ სიკვდილი არ არის დასასრული, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა, ბრძოლას კი თავგანწირვა სჭირდება, თავგანწირვა კი, ყველა გულანთებულ მამულიშვილს შეუძლია! 

„ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გლოცავთ და მიშრება ყელი,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი“, - მორის ფოცხიშვილის ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პატრიოტული ღონისძიება სკოლაში. 

„მადლობა ჩვენს გმირებს თავისუფლებისთვის! მადლობა მე-9 კლასის მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს, სოფიკო ბიწაძეს ამ ისტორიის გაცოცხლებისა და დაფასებისათვის!“,- ასე უხდის მადლობას სასკოლო საზოგადობა ღონისძიების ორგანიზატორსა და მონაწილე მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება