სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბელების მორიგი საინტერესო აქტივობა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ჩატარებული ქსოვის მასტერკლასი
30-04-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს  ეკოკლუბი, აწყობს საინტერესო შეხვედრებს და სასკოლო საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. 

ეკოკლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობენ „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში“, მათ მორიგი აქტივობა მდგრადი განვითარების მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა) დაუკავშირეს.

მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ ვისაც ხელსაქმე კარგად გამოსდის და საკუთარი შემოსავალი უნდა, არ გაუჭირდება საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციოს. მათ აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანს აქვს უნარი რაიმე ღირებული საკუთარი ხელით შექმნას, ამისათვის კი მონდომებაა საჭირო.

ეკოკლუბელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ქეთევან მდინარაძეს მათთვის ქსოვის მასტერკლასის ჩატარება სთხოვეს.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს ინფორმაცია: ხელსაქმეს საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს. ქსოვა-მქარგველობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული. ხალხური ხელსაქმე ტრადიციულ ქართულ ოჯახებს წესად მოსდევდათ. იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რთვა-ჩეჩვა, ქსოვა, ქარგვა ოჯახში ყველა ქალს უნდა სცოდნოდა. პატარძალს თავისი ნაქსოვი, ხურჯინ-ჯეჯიმები და წინდები ქმრის ოჯახისთვის საჩუქრად მიჰქონდა. ბუნებრივი მატყლის ძაფისაგან საქართველოში უძველესი დროიდანვე იქსოვებოდა: შალის ქსოვილები, ხალიჩები, ფარდაგები, ყაჯარ-ჯეჯიმები; ქსოვდნენ ასევე აბრეშუმისა და ბამბის ძაფისაგან. გარდა ამისა, გავრცელებული იყო სელის ძაფისაგან დამზადებული ქსოვილებიც.

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბი მადლობას უხდის პედაგოგ ქეთინო მდინარაძეს, არაერთ საინტერესო პროექტში ჩართვისთვის

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება