სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ
01-05-2024
-
+


„ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში“ მოსწავლეები თამაედროვე, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის ხარისხიან განათლებას იღებენ, სკოლაში შეძენილი ცოდნითა და უნარებით კი მსოფლიო ასპარეზზე გადიან, მონაწილებენ სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებაში, სადაც წარმატებას აღწევენ. 

ახლახან, „ქართულ - ამერიკული უმაღლესი“ და ქართულ - ამერიკული სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ.

2024 წლის 21-26 აპრილს, ახალგაზრდა მეცნიერთა 30-ე საერთაშორისო კონფერენციას თურქეთის ქალაქი იზმირი მასპინძლობდა. ღონისძიებაში 27 ქვეყნის 157 ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები.

ნიჭიერმა ქართველმა ახალგაზრდებმა STEM-ისა და მათემატიკის მიმართულებით ოქროსა და ვერცხლის, ფიზიკის სექციაში ვერცხლის, ხოლო პოსტერების მიმართულებით სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია (ICYS), რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და STEM-ის დარგებში პროექტებისა და კვლევების წარდგენის საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს, 1993 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. საქართველო აღნიშნულ კონფერენციაში 2002 წლიდანაა ჩართული და საპრიზო ადგილებს სტაბილურად იკავებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება