სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლე-მასწავლებლებმა უცხოელ სტუმრებს საინტერესო გიდობა გაუწიეს
01-05-2024
-
+


ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც მოსწავლეთა წარმატებული მომავლის გარანტიაა.

სკოლაში ლატვიელ სტუმრებს უმასპინძლეს და მათ მშობლიური ზესტაფონიც დაათვალიერებინეს. სტუმრებმა, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, ზესტაფონის ტერიტორიაზე მდებარე ორი უმნიშვნელოვანესი საწარმო მოინახულეს.

ისინი ფეროშენადნობთა ქარხანასა და საქკაბელში იმყოფებოდნენ, რისთვისაც სკოლაში კომპანიებს მადლობას უხდიან. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ქიმიის მასწავლებლის - მარინა ხუსკივაძის და ინგლისურის მასწავლებლის - მეგი იმნაძის ხელმძღვანელობით, გამართეს თეორიული კონფერენცია და სტუმრებს ქართული „შავი ოქროს“ ისტორია ინგლისურ ენაზე გააცნეს. ამის შემდეგ, მათ დაათვალიერეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, გაეცნენ იქ მიმდინარე პროცესებს და დაესწრნენ მეტალის ჩამოსხმას.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი, ფიზიკის მასწავლებლის - ლევან ხვედელიძის ხელმძღვანელობით, სტუმრებს გიდობა საქკაბელში გაუწიეს. ისინი ადგილზე კაბელების ქარხნის პროდუქციას და იქ მიმდინარე პროცესებს გაეცნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე სტუმრებისათვის შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება