სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
01-06-2018
-
+


1 ივნისი ზაფხულის პირველი დღესავით ნათელი და თბილი არსებების დღეა.

Etaloni.ge გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ლაღ და ღიმილიან ბავშვობას გისურვებთ!


ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

1925 წლის 1 ივნისს პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.

ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან - ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიმბოლური დროშა გამოსახავს. 

მწვანე ფონზე (რაც ზრდის, ჰარმონიის, ხალისისა და ნაყოფიერების სიმბოლოა) დედამიწის, როგორც საყოველთაო სახლის ირგვლივ განლაგებული სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობასა და მშვიდობას ასახავენ. 

1 ივნისს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბავშვებისთვის გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა.

თუმცა, ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ასევე:

სად შეგიძლიათ აღნიშნოთ ბავშვთა დღე შვილებთან ერთად


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება