სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიგეთ, სად შეგიძლიათ აღნიშნოთ ბავშვთა დღე შვილებთან ერთად
31-05-2018
-
+


1-ლ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში მრავალი გასართობი ღონისძიება იგეგმება.

გაიგეთ, სად შეგიძლიათ ბავშვთა დღის აღნიშვნა შვილებთან ერთად: 
 
მთაწმინდის პარკი

ცენტრალური მოედანი 
11:00 - 13:00 კახა კუხიანიძის სტუდიის ბავშვების კონცერტი 
11:00 პროექტ დაინახე ყველაფრის“ მითების და რეალობის ჭა"
13:00-13:30 სტუდია "Dancing with the emotions flow"
13:30-14:30 თეატრალური სტუდია "არტ-პლაზა" სპექტაკლით "ოქროს ბატი" 
15:00-16:00 - ნიკოლოზ რაჭველი და მისი ორკესტრი, პარაორკესტრთან ერთად
16:00-16:30 ნანიკო ხაზარაძის და გიგო შიუკაშვილის ვიქტორინა პრიზებით
16:30-19:00 ილუზიონისტის და ჯამბაზების შოუ
19:00-21:00 კულმინაცია - პრიზების გრანდიოზული გათამაშება 
ამფითეატრი
12:00-14:00 "ანსამბლი გვირილა“
14:00-17:00 "ანსამბლი ივერია“
17:00-18:00 საგარეჯოს კულტურის ცენტრის ვოკალური ანსამბლი
18:00-20:00 საესტრადო ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“

საბავშვო ზონა - დღის განმავლობაში:

შემეცნებითი თამაშები
ბალერინების წარმოდგენები
ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმოდგენები
ოჩოფეხების წარმოდგენები

ვაკის პარკი:

კონცერტი - 11:30 - 20:30 სთ
მონაწილეები:
• ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
• მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები
• საბავშვო სტუდია "candy"
• მე-20 სახელოვნებო სკოლა
• საბავშვო სტუდია "ბზიკები"
• საბავშვო სტუდია "ბასტი-ბუბუ"
• საბავშვო სტუდია "დო-რე-მი"
• მე-19 სახელოვნებო სკოლა
• საბავშვო სტუდია "მეკო"

სივრცეში დაგეგმილი აქტივობები - 12:00 - 20:30 სთ

• კონტაქტური ზოოპარკი
• თოჯინების თეატრი
• მოძრაობის თეატრი
• საბავშვო-გასართობი სადგურები 20-ზე მეტ ლოკაციაზე
• მხიარული სტარტები
• სმარტფოტო 
• გიფერი 
• საპნის ბუშტების შოუ 

საგამოფენო სივრცე - 11:30 - 20:30 სთ

• მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლების გამოფენა
• სახელოვნებო სკოლების გამოფენა
• შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა
• სოციალური საწარმოების ნამუშევრების გამოფენა

მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები და უფასოდ იფუნქციონირებს ნაყინის აპარატი.

ისთ ფოინთი:

1 ივნისს 4 საათიდან ისთ ფოინთში უამრავი საჩუქარი, კანფეტების წვიმა, გრანდიოზული პინიატას გახსნა და კოსტიუმირებული წარმოდგენები გელოდებათ. 

7 საათზე საბავშვო სტუდია „ბზიკების“ შოუ-კონცერტი გაიმართება.

გლდანის პარკი:

პატარების განწყობაზე ჩერლიდინგის მოცეკვავე გოგონები, ანიმაციური გმირები, ჟონგლიორები და ილუზიონისტები იზრუნებენ. 


სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბატუტით, სახის მოხატვით და გიფის აპარატით ისარგებლონ. 

ამასთან, ბავშვთა დაცვის დღის ღონისძიებას საცირკო ნომრები, „დრამ შოუს“ მხიარული მსვლელობა და თოჯინების თეატრის წარმოდგენა გაახალისებს. 

განწყობის ასამაღლებლად პატარებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნოერი შესრულდება.


ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

Etaloni.ge სახალისო ბავშვთა დღეს გისურვებთ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება