სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გინდა, შეცვალო მსოფლიო? – დაიწყე შენგან!“ - ხონის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა გარემოსდაცვითი პროექტი
24-04-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-5ბ კლასში (კლასის დამრიგებელი თამარ ვაჭარაძე), კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელ თამარ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, განხორციელდა სასწავლო პროექტი - „გინდა, შეცვალო მსოფლიო? – დაიწყე შენგან!“. პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების დახარისხების და სწორად მართვის კუთხით.

„ადამიანები ყოველდღიურად აბინძურებენ გარემოს, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ნარჩენები, რომელიც ყოველდრიურად გროვდება ჩვენს სახლებში, სკოლებში, დაწესებულებებში, ქუჩაში ... , შემდეგ იყრება ნაგავსაყრელებზე. „მალე დედამიწა ერთ დიდ ნაგავსაყრელს დაემსგავსება“. თუ ჩვენ ვისწავლით ნარჩენების დახარისხებას და მათ ხელახლა ჩაშვებას წარმოებაში, ამით შევამცირებთ ნარჩენების რაოდენობას და ნაკლებ ზიანს მივაყენებთ ჩვენს პლანეტას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა, სკოლაში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი რესურსი - პრეზენტაციები, პოსტერები, ანიმაციები, ბუკლეტები წარადგინეს.

აღნიშნული რესურსებით მათ საზოგადოებას მოუწოდეს, რომ თუ ჩვენ ვისწავლით ნარჩენების დახარისხებას და სწორად მართვას, გადავარჩენთ ჩვენს დედამიწას.

ნარჩენის მართვა - დახარისხება არის პროცესი, რომლის დროსაც ნარჩენის სხვადასხვა კონტეინერებში ნაწილდება. ეს პროცესი იმისთვისაა აუცილებელი, რომ შემდეგ ის გადამუშავდეს, ახალ ნივთად იქცეს, არ ლპებოდეს სადმე ნაგავსაყრელზე და არ აზიანებდეს გარემოს.

სწორედ ასაა 3R ინიციატივის არსი: Reduce - შემცირება, Reuse - ხელახალი გამოყენება, Recycle - გადამუშავება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება