| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია და ეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყველაზე უკეთ უწყიან. მათ იციან, რომ ჩვენ, დედამიწელები საკუთარ „სახლს“ უნდა გავუფრთხილდეთ და ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“..
აღსანიშნავია, რომ ეს დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს, ცხადია, გამონაკლისი არც აჭყვას საჯარო სკოლა ყოფილა.
კამპანიის ფარგლებში, სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მიზანი კი, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივება იყო.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა, მისი დაარსების ისტორიაც განიხილეს, ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში თითოეული ადამიანის როლიც განსაზღვრეს და ბუნების მოფრთხილების მოწოდებებით ფლეშმობიც მოაწყვეს.
ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ