სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ოცდაექვსი საუკუნის წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს…“ - დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული თბილისის N108 სკოლაში
24-04-2024
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად ზრუნავენ, თავს არ ზოგავენ, რომ პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული და ეროვნული ღირებულებებით შთაგონებული თაობები აღზარდონ. 

სწორედ ამ შემართებით, სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება და ცხადია, გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა. 

12-15 აპრილს სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრთა ინიციატივით ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, აქტივობებში ჩართული იყო სასკოლო საზოგადოება. წელს ღონისძიების მთავარი სათქმელი გალაკტიონ ტაბიძის სიტყვებით - „ოცდაექვსი საუკუნის წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს…“, იყო გადმოცემული. 

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ერს საოცარი სიმდიდრე გვაქვს ანბანის სახით, სრულყოფილი, ლამაზი და მსოფლიოში არსებულ 14 ანბანთა შორის ერთ-ერთი უძველესი, სწორედ ამიტომ 2016 წლის 30 ნოემბერს ქართული ანბანი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის - ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტი ტრადიციის პოპულარიზაციისთვის სკოლაში ჩატარდა მრავალი საინტერესო აქტივობა: კალიგრაფიის კონკურსი- „ქართული ანბანი-33 ემოცია“; კედლის გაზეთების გამოფენა; „დედა ენა“ და გენიალური პალინდრომი: აი ია; ერთად დავიცვათ ენის სიწმინდე - არა ბარბარიზმებს; ლიტერატურული ვიქტორინები; პრეზენტაციები; როლური თამაში, ლიტერატურული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციები; სახალისო ლიტერატურული აქტივობები; აკინძული დედაენა და სხვა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვირეულის მიზანი იყო ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ქართული მწერლობის პოპულარიზაცია.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა მადლობას უხდის ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს, მშობლებს, მასწავლებელს და დირექციას.

იხილეთ ვიდეო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვინ რამდენ წელს ისწავლის უმაღლესში - უნივერსიტეტებს უფლებამოსილება განესაზღვრა

მისაღები გამოცდების პირველადი შედეგები ცნობილია - NAEC ინფორმაციას მოსწავლეებისთვის ავრცელებს

კიდევ ერთი საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სასკოლო გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კვლევითი, ანალიტიკური და ჟურნალისტური უნარები
სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას
 
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება