| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია და ეს ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, მათ იციან, რომ დედამიწელები საკუთარ „სახლს“ უნდა გავუფრთხილდეთ და ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გამოწვევა პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაა, რაც მოითხოვს პლასტმასის ნაწარმის 60 %-ით შემცირებას 2040 წლისთვის.
ეკოკლუბის მასწავლებლების ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტ-გაკვეთილი - „დაიცავი დედამიწა“. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, შეაგროვეს მაკულატურა და სკოლის ეზოში დარგეს მცენარეები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ნახეს პრეზენტაცია ამ თემასთან დაკავშირებით, შემდეგ კი იმუშავეს ჯგუფებში სხვადასხვა აქტივობებზე. ბოლოს კი, წერილი მიწერეს დედამიწას და დადეს პირობა, რომ იზრუნებენ მასზე.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ეკოკლუბისგან გადაეცათ წამახალისებელი, მადლობის სიგელები, პროექტში აქტიური ჩართულობისათვის .
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს, გააზრებული აქვთ გარემოსდაცვითი მოვალეობები და ერთხმად მოუწოდებენ ყველას - ვიზრუნოთ დედამიწისა და ჩვენს კეთილდღეობაზე.
აღსანიშნავია, რომ კვირეულს პედაგოგები: ია მეტრეველი და დარეჯან ვაშაგაშვილი, ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ