| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია და ეს თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყველაზე უკეთ უწყიან. მათ იციან, რომ ჩვენ, დედამიწელები საკუთარ „სახლს“ უნდა გავუფრთხილდეთ.
ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“...
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თელავის N5 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ინიციატივით განხორციელებული დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „ჩვენ ვზრუნავთ“.
კვირეულის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისა და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებისკენ იყო მიმართული.
მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და ის გლობალურ კონტექსტშიც განიხილეს: 1970 წელს დაარსების დღიდან დედამიწის დღე გაფართოვდა და გახდა გლობალური ფენომენი, რომელიც აღინიშნება 193-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. დედამიწის დღე ემსახურება როგორც აქციის მოწოდებას, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდების, თემების და მთავრობების განათლებას, შთაგონებას და მობილიზებას, რომ დააფასონ გარემოს მნიშვნელობა და განახორციელონ ინვესტიცია მის დაცვასა და აღდგენაში.
როგორც სკოლაში აფასებენ, კვირეული მრავალმხრივი აქტივობებით იყო დატვირთული, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ