სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვიყვარდეს წიგნი - ცოდნის წყარო!“ -  ბარდნალის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
24-04-2024
-
+


„უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა ...“ გვიყვარდეს წიგნი - ცოდნის წყარო!“ - ერთხმად აღნიშნეს ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში და დირექტორის ხელმძღვანელობით ნამდვილი წიგნიერების დღესასწაული მოაწყვეს.

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც იუნესკომ 1993 წელს გამოაცხადა იმის გათვალისწინებით, რომ 23 აპრილი მსოფლიოს კლასიკოსი მწერლების - მიგელ დე სერვანტესისა და ლოპე დე ვეგას გარდაცვალებისა და უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.

ეს მნიშვნელოვანი დღე ბარდნალის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა:

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში შეკრებილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჯერ თავად ესაუბრა წიგნის როლსა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში, შემდეგ კი მეთორმეტეკლასელებმა - მართა ვეკუამ და მარიტა ჭაბუკიანმა წარმოადგინეს შემეცნებითი და საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც სკოლის ხელმძღვანელის დახმარებით მოამზადეს.

შემდეგ სკოლის დირექტორმა დაბადების დღე მიულოცა მეოთხე კლასის მოსწავლე ჯონი ნემსწვერიძეს, რომელმაც „ეტალონში“,  „ტვინების ბრძოლასა“ და „კინგსის“ ოლიმპიადებში უმაღლესი შედეგები აჩვენა და, როგორც სკოლის ნორჩი წიგნიერი მოსწავლე, სიგელითა და წიგნით დააჯილდოვა.

23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეცაა. ამიტომ მთვარისა მასწავლებელმა მოსწავლეებს ლადო ასათიანის წიგნებიც უსახსოვრა.

საინტერესო და სახალისო დღის სლოგანი იყო:

გვიყვარდეს წიგნი, რომ გვერქვას წიგნიერი !
ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები!
წიგნი საუკეთესო საჩუქარია!

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა ყველას ულოცავს წიგნის საერთაშორისო დღეს!

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაფრთხილება გამოცდასთან დაკავშირებით - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

სავალდებულო პროფესიული კომპეტენცია, რომელიც ყველა პედაგოგს შეეხება - რეფორმა

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე 14% არ მივიდა, ხოლო აბიტურიენტების გამოცდაზე 16%

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ვიზიტმა მათ საშუალება მისცა, შეხებოდნენ იმ ფასეულობებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა ქვეყნის იდენტობას

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა მორიგი საერთაშიროსო აღიარება მოიპოვეს
 

„ნუ გადადებ ხვალისთვის - გახდი ჩვენი დიდი და მეგობრული ოჯახის წევრი“

გალა კონცერტზე, რომელიც 5 ივნისს ჩატარდა, ფინალისტები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით

შეხვედრის მიზანი მომავალი პირველკლასელების სკოლაში ეფექტური ტრანზიციის პროცესის ხელშეწყობა გახლდათ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება