| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებში სპორტი და სპორტული აქტივობები ძალიან პოპულარულია, ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა შეჯიბრში მოსწავლეთა მიღწევები.
ამჯერად, სკოლა დიდი სიამაყით გვიამბობს წარმატებული, პატარა სპორტსმენის ისტორიას - სანდრო პაპიძე მეცხრეკლასელია, ის კრივით არის დაკავებული და 52-კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. სხვადასხვა დროს მრავალი გამარჯვება აქვს მოპოვებული, არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს პრიზიორი, ზესტაფონის და ქუთაისის ჩემპიონატების პრიზიორი, ახალციხის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, მრავალი სახელობითი ტურნირის გამარჯვებული, როგორც რესპუბლიკური, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
ახლახან, სანდრო პაპიძე გახდა მიმდინარე წლის 17-21 აპრილს ქუთაისში ჩატარებული ა.კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრივის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. მან პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.
სკოლა ულოცავს სანდროს წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ