| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ
ამჯერად, პედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის 1-ელ კლასში, მათემატიკის გაკვეთილზე, განხორციელდა შემაჯამებელი აქტივობა - ცოდნის ტრანსფერი ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში.
გაკვეთილის თემა: „მაღაზიობანა- ნიკოს და ტასოს მაღაზია“ გახლდათ, დავალების მიზანი კი - „გამოყენებითი მათემატიკა, ფულის ერთეული. მონაცემთა შეგროვება, წარმოდგენა“ . ბავშვებმა დავალება შესანიშნავად შეასრულეს, ცოდნა წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე მათთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ