| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვასა და მის მოფრთხილებას ასწავლიან.
სწორედ ამიტომ, სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღეს სკოლაში, 3 საგნის - კომპიუტერული ტექნოლოგიების ( პედაგოგი სოფიო ჯიქია), ბუნებისმეტყველების (მასწავლებელი ავთანდილ ქაშიბაძე) და გეოგრაფიის ( პედაგოგი დავით სულაბერიძე) ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა.
მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით. მათ, ასევე ნახეს ანიმაციური ფილმები: „22 აპრილი დედამიწის დღე“ და „ადამიანი რომელიც ხეებს რგავდა“.
ბავშვებმა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით შექმნეს პლაკატები და ნახატები.
ბუნებისმეტყვების გაკვეთილზე მიწოდებული ინფორმაციით V კლასის მოსწავლეებმა – ანასტასია შალამბერიძემ და ნია ჯიმშელეიშვილ PowerPoint-ში მოამზადეს პრეზენტაცია და წარუდგინეს აუდიტორიას.
ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული იყო.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ