სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული თაზაქენდის საჯარო სკოლაში
24-04-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, ზრუნავენ მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება და საზოგადოებაში აქტუალურ თემებზე მათი ცნობიერების ამაღლება. 

სწორედ ამ შემართებით, სკოლაში არაერთი სახელმწიფო დღესასწაული აღინიშნება, მათ შორის იყო ქართული ენის დღეც, რომელსაც შთამბეჭდავი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ, ამ დღის არსი და მნიშვნელობა უკეთ გაიაზრეს, ისიც დასძინეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობისთვის ენის ქონა, მისი დაცვა და მისთვის ბრძოლა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება