სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს პლანეტაზე“ - დავა ეკოპრობლემაზე და იმიტირებული სასამართლო პროცესი მარნეულის N6 სკოლაში
24-04-2024
-
+


გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია და ეს მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყველაზე უკეთ უწყიან. მათ იციან, რომ ჩვენ, დედამიწელები საკუთარ „სახლს“ უნდა გავუფრთხილდეთ და ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“. 

აღნიშვნის ღირსია ახლახან სკოლაში ჩატარებული აქტივობაც, სადაც სკოლის Xგ კლასის მოსწავლეებმა გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი თემაზე - „ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს პლანეტაზე“. 

მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის და მოწმეების როლები. არგუმენტირებულად იმსჯელეს პრობლემურ საკითხზე და განაჩენიც გამოიტანეს. 

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ხეები დარგეს და ამით, კიდევ ერთხელ შეიტანეს წვლილი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება