სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული ლიტერატურის სამყაროში იმოგზაურეს და ერთმანეთს საყვარელი წიგნები უსახსოვრეს
24-04-2024
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში კარგად ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

„აჩუქე წიგნი“, - კამპანიის ფარგლებში, ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2ბ კლასმა, დამრიგებელ თამუნა ბერიძესა და ამავე სკოლის ბიბლიოთეკარ მანანა ცეცხლაძესთან ერთად წიგნის სამყაროში იმოგზაურეს და ქობულეთის „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიას ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა ერთმანეთს აჩუქეს მათი ასაკის შესაბამისი წიგნები, დაათვალიერეს მაღაზიათა ქსელში არსებული ლიტერატურა და ბოლოს, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ წიგნიერების ამაღლებისთვის საჭიროა მსგავსი აქტივობები, რათა შეაყვარონ პატარებს წიგნი და კითხვა - ამ მიზნით გამართული გასვლითი ღონისძიება, შთაბეჭდილებებით სავსე გამოვიდა, მოსწავლეებმა ერთმანეთს სასიამოვნო ემოციები გაუზიარეს. 

ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს (რეზოლუცია № 3.18). გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება