სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ეზოში იზეიმეს
24-04-2024
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში იაზრებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა შემოქმედებითი, გასვლითი ღონისძიება, რომელიც წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

მასწავლებლები, დიდ ილია ჭავჭავაძეს დაესესხნენ: უწიგნოდ თვალსაწიერის ისარი მოკლეა - ამ იდეით განმსჭვალულებმა კი მოსწავლეები, კამპანიის - „აჩუქე წიგნი!“, ფარგლებში, დიდი საზოგადო მოღვაწის მუზეუმში წაიყვანეს. 

კამპანიის ფარგლებში, მუზეუმის ეზოში შთამბეჭდავი ღონისძიება გამართა, სკოლის „მკითხველთა კლუბმა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა, მზია ბაიდოშვილი. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით, რამაც სანახაობა მეტად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა. 

ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება