სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქიმია და სიყვარული“- წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია 
23-04-2024
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი პროექტებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული.

მათ შორის, სკოლაში მიმდინარე ქიმიის კვირეულის - „ქიმია ჩვენ გარშემო“ დასკვნითი დღის თემა იყო „ქიმია და სიყვარული“. ამასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია X-XI კლასების მოსწავლეთა გუნდმა გამართა. მის შემადგენლობაში იყვნენ: ლიზი კეთილაძე, ლუკა კოპალიანი, თამაზ დუნდუა, მარიამ სილაგაძე, ნიკა ტალიაშვილი, ლილე ჩხაბერიძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს, როგორ დაწესდა ქართული სიყვარულის დღე - 15 აპრილი; რა არის სიყვარული; რამდენი სახის სიყვარულს იცნობს კაცობრიობა; რა სტადიები ახასიათებს მას და რა ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს სიყვარულის დროს ადამიანის ორგანიზმში და რომელი ჰორმონები გამოიყოფა თითოეული სტადიის დროს. ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რას იწვევს თითოეული ეს ჰორმონი.

გარდა ამისა, პრეზენტაციაზე ადამიანის ტვინში კოცნის, ჩახუტების, სიყვარულის დროს მიმდინარე პროცესების შესახებ  ვიდეორგოლები უჩვენეს. ბოლოს კი, ნორჩმა ქიმიკოსებმა ქიმიური ექსპერიმენტები: „სპილოს ხორთუმი“, „ვულკანი“, „წვა უცეცხლოდ“, ჩაატარეს. პრეზენტაციამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

სკოლის დირექტორმა - მაია ქობულიამ ქიმიის კვირეულისა და დასკვნითი დღის პრეზენტაციის - „ქიმია და სიყვარული“ შეფასებისას აღნიშნა, რომ ნორჩმა ქიმიკოსებმა საინტერესო, მრავალფეროვანი თეორიული მასალით გაჯერებული პრეზენტაციები, სახალისო და საჭირო ექსპერიმენტები მაღალ დონეზე წარადგინეს და თავიანთი შრომისმოყვარეობა, ანალიზისა და შეფასების უნარები და ინტერესი ქიმიის შესწავლისადმი ნამდვილად წარმოაჩინეს. მან კვირეულის ყველა მონაწილესა და კვირეულის ორგანიზატორს - ქიმიის მასწავლებელს მარინა გურეშიძეს წარმატებები უსურვა.

„მართალია, ადამიანებს სულაც არ აინტერესებთ, რა ქიმიური პროცესები ხდება მათ ორგანიზმში შეყვარებულობისას, მაგრამ ვერ უგულებელვყოფთ, რომ სიყვარული - ქიმიაა! ენდორფინები, ფერომონები, დოფამინი, ოქსიტოცინი, ადრენალინი, სეროტონინი - მოსწავლეებმა განმარტეს, რომ ეს ჰორმონთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ურთიერთობებზე, რომ გულისცემის გახშირება, მადის დაკარგვა, ხელების კანკალი, გაფანტულობა, ამაღლებული განწყობა, სხეულში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება და ა.შ. სწორედ ქიმიური რეაქციებისა და ჰორმონების „დამსახურებაა“, - ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:







კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
„გისურვებთ, სასწავლო წელი როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის ყოფილიყოს წარმატებული“
 
 

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება