| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
სკოლის ტერიტორიის დასუფთავებასა და ნარგავების გარშემო ნიადაგის დამუშავებაში მონაწილეობდნენ II, VI, VII და IX კლასების მოსწავლეები. აქტივობას პედაგოგი თამარ თეთრაშვილი ხელმძღვანელობდა.
მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გარემოს მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
დედამიწის დღე ემსახურება იმის შეხსენებას, თუ რამდენად ლამაზი და ბრწყინვალეა ჩვენი პლანეტა. ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.
იხილეთ ფოტოები:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ