სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები
23-04-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. შესაბამისად, მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა და სკოლის ეკოკლუბის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა. 

ტყიბულის N6 საჯარო კლასის IIა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლია ბარბაქაძე) დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, უყურეს ვიდეორგოლს, ჩაერთნენ აქტიურ ლექციაში, ისაუბრეს გარემოს დაცვის შესახებ და გააკეთეს დასკვნები, ხოლო არსებული ეკოკლუბის წარმომადგენლებმა სკოლის სხვადასხვა კლასებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, გააჟღერეს დედამიწის დასაცავად მოწოდებები და დაარიგეს ხელთნაკეთი ბროშურები.

„უნდა აღინიშნოს, რომ კლიმატური ცვლილებები, ჰაერის დაბინძურების საგანგაშო დონე, რესურსების ამოწურვის საფრთხე - ეს ის პრობლემებია, რომელთა გამოც უნდა ვიზრუნოთ ხვალინდელ დღეზე, მომავალი თაობების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება კი ჩვენი მომავალი თაობის პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება