სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო

2024 წლის ქობულეთის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
22-04-2024
-
+


22 აპრილს, ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა. 



კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ქობულეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილმა, ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა სულხან ნიჟარაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.



კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 5-5 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდმა 80 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ოთარ ზოიძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ დემეტრე ჯინჭარაძე VII კლასი, ნია კუჭუხიძე VII კლასი, გიორგი ბეჟანიძე VII კლასი და ანასტასია ანთაძე VI კლასი.

მეორე ადგილზე 77 ქულით გავიდა ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი ნინი მიქელაძის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ელენე ცინარიძე VII კლასი, ანასტასია ბერიძე VII კლასი, ანა მიქელაძე VI კლასი და ნუცა ცეცხლაძე VI კლასი.  

მესამე ადგილი კი მოიპოვა ჭახათის საჯარო სკოლის გუნდმა ასევე 77 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი დაჩი ოთიშვილი. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: დაჩი მოწყობილი VII კლასი, ქეთევან შავიშვილი VII კლასი, ლუკა ირემაძე VII კლასი და ნიკოლოზ ნახუცრიშვილი VI კლასი. 

აღსანიშნავია რომ მეორე და მესამე ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი, 77-77 ქულა დააგროვეს, თუმცა ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში - 159 წამში მოახერხა, ხოლო ჭახათის გუნდს შედეგისთვის 321 წამი დასჭირდა. 




ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

ქობულეთში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება