სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, იაზროვნე

ქობულეთში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
22-04-2024
-
+


„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი აჭარის ა/რ სტუმრობს. ღონისძიებები ქობულეთის მუნიციპალიტეტით დაიწყო. ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება. 

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. ღონისძიების შედეგად გამოვლინდება ქობულეთის „ეტალონი გუნდი“. თითოეული გუნდი 5 მოსწავლისგან შედგება. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრიათ. 



გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის 195 მოსწავლე ეჯიბრება. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ. 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ქობულეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილმა, ქობულეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა სულხან ნიჟარაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.







კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება