სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
23-04-2024
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის გამორჩეულად აღნიშნავენ. 

რასაკვირველია, გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა. თარიღთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარების მიერ წარდგენილ ლიტერატურულ კომპოზიციასა და მუსიკალურ ნომრებში (მუსიკის მასწავლებელი: თამარ ლუკავა) მშობლიური დედაენისა და მისი შემდგენელის, დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილისადმი პატივისცემა და სიყვარული იგრძნობოდა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მეორე კლასში დამატებით აქტივობა - „ჩვენ შეგვიძლია ლამაზად წერა“ ჩატარდა. მოსწავლეებმა წიგნიდან ლექსი ლამაზად გადაწერეს. კლასის დამრიგებელი რუსუდან კონჯარიაა, ხოლო ქართულის მასწავლებელი - ინეზა ფიფია. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება