სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო

2024 წლის თელავის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
15-04-2024
-
+


„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. თელავის N7 საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის 13 სკოლის 65 მოსწავლე შეიკრიბა, რომლებიც ერთმანეთს ინტელექტსა და ცოდნაში შეეჯიბრნენ. 

სკოლების სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის კი 2024 წლის „თელავის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. თითოეული გუნდი 5-5 მოსწავლისაგან შედგებოდა. გუნდის აზრის მოსმენასა და პასუხის მიღების საბოლოო გადაწყვეტილებაზე კი პასუხისმგებლობა გუნდების კაპიტნებს ეკისრებოდათ. 



მონაწილეებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. 

მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართეს თელავის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსიმა მაია დათუნაშვილმა.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

 

20 კითხვის შედეგებით კი გამარჯვებული გუნდების ვინაობაც გაირკვა:

2024 წლის „თელავის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა 85 ქულით მოიპოვა ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის გუნდმა. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასის მოსწავლე მარიამ შიუკაშვილი, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ: ქეთევან ბურნაძე VII კლასი, დიანა ბასილაშვილი VII კლასი, თამუნა ომანაშვილი VII კლასი და ქეთი შარუმაშვილი VII კლასი. 

მეორე ადგილი 82 ქულით მოიპოვა ვარდისუბნის საჯარო სკოლის გუნდმა. აღსანიშნავია, რომ მეორე და მესამე ადგილზე გასულმა გუნდებმა ორივემ 82-82 ქულა დააგროვეს, თუმცა ვარდისუბნის საჯარო სკოლის გუნდს ამისთვის 86 წამი დასჭირდა, ხოლო მესამე ადგილზე გასულ - ლაფანყურის საჯარო სკოლას 155 წამი. 

ვარდისუბნის სკოლის გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასის მოსწავლე დავით თუშიშვილი. შემადგენლობაში კი იყვნენ: დაჩი ხარაშვილი VII კლასი, ლიზი ნახუცრიშვილი VII კლასი, ნინი თუშიშვილი VII კლასი და ნინო სოზაშვილი VII კლასი. 

მესამე ადგილზე გასულ ლაფანყურის საჯარო სკოლის კაპიტანი იყო  VI კლასელი ზურაბ აივაზაშვილი. გუნდში კი იყვნენ: ლევან ფირალიშვილი VII კლასი, დაჩი ახალაური VI კლასი, ელენე წოწკოლაური VII კლასი და სანდრო იარაჯული VII კლასი. 


ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

თელავში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება