TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო

თელავში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
15-04-2024
-
+


„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად თელავს სტუმრობს. თელავის N7 საჯარო სკოლაში შეკრებილო მოსწავლეები, და მათი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან 2024 წლის „თელავის ეტალონი გუნდის“ გამოვლენას. 

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. ღონისძიების შედეგად გამოვლინდება თელავის „ეტალონი გუნდი“. თითოეული გუნდი 5-5 მოსწავლისგან შედგება. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრია. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ.

 
 

მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა და წარმატებები უსურვა თელავის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა.

ამჯერად გამარჯვებისთვის ერთმანეთს ჯანსაღ კონკურენციაში თელავის მუნიციპალიტეტის 14 სკოლის 70 მოსწავლე ეჯიბრება. გამარჯვებული სამეულის ვინაობა კი 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
„სიხარული, ღიმილი და ბავშვური ემოციები – სწორედ ასეთი დღეები გვილამაზებს ბავშვობას!“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება