| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„9 აპრილი - ბრძოლა თავისუფლებისთვის“ - ამ სახელწოდებით, ფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრე მოსწავლეებმა და აღნიშნეს, რომ ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა, თუმცა ეს დღესაც ისეთივე მტკინვეულია, როგორც 1989 წელს.
მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რომ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა, ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოსწავლეებმა გააჟღერეს დარბევის შედეგად დაღუპულ 21 ადამიანზე არსებული მოგონებები. მიმართეს მოსწავლეებს და გაიხსენეს ის საზარელი დღე, რომელმაც საქართველოს დიდი ტრაგედია და ტკივილიანი დამოუკიდებლობა მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი ელზა შენგელია გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ