სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს
15-04-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და ნაყოფიერ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - ნანა აბულაძისა და ნინო სოლომონიძის ორგანიზებით, დედაენის დღე აღნიშნეს. აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. 

მათ თემატური პოსტერები მოამზადეს, ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ვის აღარ ევალება სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება - ცვლილება მინისტრს ბრძანებაში

მასწავლებლებისთვის დამხმარე მასალები შექმნება -  მასწავლებლის სახლი დეტალებზე

ვინ ჩააბარებს ექსტერნატის გამოცდას?  - რა უნდა გაითვალისწინოთ სასწავლო წლის ბოლოს

პიროვნება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მათ, ტომ სოიერთან ერთად, კიდევ ერთხელ დალაშქრეს განძით და საიდუმლოებით სავსე მღვიმე

პროექტის მიზანი იყო ინტერნეტდამოკიდებულების შემცირება და ისეთი თაობის აღზრდა, რომელიც იქნება ფსიქიკურად გაწონასწორებული და ფიზიკურად ჯანმრთელი

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

​მოსწავლეთა გუნდის კოორდინატორი და მხარდამჭერი იყო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მართალიშვილი
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება