| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, შემეცნებით-ინტელექტუალური პროექტები, კონკურსები იმართება.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში უკვე 2 წელია აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს ინტელექტუალური პროექტი - „რა? სად? როდის?“, რომელსაც ხელმძღვანელობს ლელა მაისურაძე. მასში მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 კლასები მონაწილეობენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია: სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები.
პროექტის ფორმატი შემდეგნაირად გამოიყურება: თითოეული კლასი წარმოადგენს გუნდს, რომელსაც ჰყავს კაპიტანი. გუნდისთვის კითხვებს ამზადებენ უფროსი კლასის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი ნათია კანდელაკი, მასწავლებლები.
კაპიტანი თამაშობს ბლიცს, მოსწავლეებს აქვთ შავი ყუთი და ჰყავთ მხარდამჭერები.
ამჯერად, სკოლაში, მორიგი თამაში გაიმართა, სადაც ბავშვებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
მათ ახალი უნარები შეიძინეს, რაც მომდევნო თამაშებში აუცილებლად გამოადგებათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, სხარტი აზროვნების გაუმჯობესებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი