სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეძიბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა რაიონულ სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
12-04-2024
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ბავშვები სხვადასხვა სახის ღონისძიებასა და ოლიმპიადაში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ ქედის რესურსცენტრის დაგეგმილ და ორგანიზებულ რაიონულ სპორტულ ოლიმპიადაში.

მაგიდის ჩოგბურთში, მათ საბაზო საფეხურის სკოლებს შორის პირველი ადგილი მოიპოვეს და ჭადრაკში საბაზო საფეხურის სკოლებს შორის მეორე ადგილოსნები გახდნენ.

ოლიმპიადაში სკოლიდან მონაწილეობდნენ: მე-7 კლასელები - დათო დუმბაძე და ლიკა დუმბაძე, მე-5 კლასის მოსწავლე: ლუკა დუმბაძე და მე-4 კლასის მოსწავლეები: თათია დუმბაძე და გეგა დუმბაძე.

მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ მედლები და სიგელები.

ამ მცირეკონტინგენტიან სკოლას კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია

2027 წლის კალენდარი - მნიშვნელოვანი თარიღები და უქმე დღეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს

ფესტივალის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო ნომრები წარუდგინეს

„მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ თანამედროვე საერთაშორისო პროცესები“

მე-6 კლასელებმა თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს და საკუთარი პოზიცია კლასის წინაშე გააჟღერეს

სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება