სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასელებმა დედაენის დღეს საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
12-04-2024
-
+


14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. ამ დღის მნიშვნელობა კარგად აქვთ გაცნობიერებული ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს, რასაც ადასტურებს სკოლაში გამართული კვირეული.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, წარმატებულ X კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

აღნიშნული კლასის დამრიგებელი ლელა მანდარია, პედაგოგი კი დარეჯან ლაჭყეპიანი გახლავთ.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია. გაკვეთილის თემა: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“( მეგობრობა და პასუხისმგებლობა) გახლდათ.

პრეზენტაციები მოსწავლეებმა უდიდესი პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი თვალთახედვით გააკეთეს, რითაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ბავშვებმა ასევე შექმნეს ელექტრონული გაზეთი ( რედაქტორის სვეტი, ახალი ამბები, ნომრის სტუმარი, მკითხველის ბლოგი, სალაღობო გვერდი)

დავალების შესრულებით მოსწავლეებს გამოუმუშავდათ XXI საუკუნისთვის მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევები, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, წერითი მეტყველება, არგუმენტაცია, შეხედულებათა თავისუფლად გამოხატვა, მედიაწიგნიერება, ინფორმაციულ-საკონსტიტუციო ტექნოლოგიების ფლობა.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

სკოლაში, თითოეულ მოსწავლეს ასეთი წარმატებული დღისთვის მადლობას უხდიან.

1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება