სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეებმა ძველი ბერძნული ცივილიზაციის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
12-04-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები ბავშვებს საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში VII ა კლასის მოსწავლეებმა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ძველ ბერძნულ ცივილიზაციაზე საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს.

მოსწავლეებმა ჯგუფებში წარადგინეს თემები ძველბერძნული კერამიკის განვითარების სხვადასხვა პერიოდზე.

გაკვეთილზე ბავშვებმა ასევე ფაზლი ააწყვეს. ის მოსწავლეებმა თვითონ მოამზადეს და ერთმანეთს გადაუცვალეს ჯგუფებში.

მათ ისაუბრეს თუ როგორ ხდებოდა და რა პროცესს გადიოდა კერამიკული ნაწარმი - თიხის მოპოვება-დამუშავებიდან მისი გამოწვის პროცესებამდე, ვინ იყვნენ ხელოსნები და ხელოვანები, როგორ მუშაობდნენ. მათ ასევე განიხილეს რა სახის და ფორმის იყო იმდროინდელი ჭურჭელი და რისთვის გამოიყენებოდა როგორი იყო შავ და წითელ-ფიგურული ლარნაკები, მათი მოხატულობა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ავტორებზე, რომლებიც ხელს აწერდნენ კერამიკულ ნაწარმს და ასე გახდა ცნობილი მათი სახელები. აღნიშნეს, რატომ განიცადა დაკნინება კერამიკულმა ნაწარმმა. გაავლეს პარალელები და გააკეთეს შეფასება, საინტერესოდ აღწერეს ბერძნული კერამიკის ისტორიულ-კულტურული ღირებულება, ისაუბრეს, რომელ მუზეუმებშია დაცული დღეს არქეოლოგების მოპოვებული უნიკალური კერამიკული ლარნაკები.

მოსწავლეებმა შექმნეს თემატური მრავალფეროვანი ნამუშევრები: ფერწერული, გრაფიკული, პაპიემაშეს, აპლიკაციისა და კოლაჟის ტექნიკით, პლასტენილით და დეკორატიული თიხით.

„დასასრულს მათ გააკეთეს თვითშეფასება და ურთიერთშეფასება“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

გაკვეთილს ხელმძღვანელობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე.

მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება