სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი კულტურა ჩემი სიმდიდრეა“ - შთამბეჭდავი პროექტი კერძო სკოლა „ანაბასისში“
12-04-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში კულტურული ღირებულებების გაღვივებასა და მათი ცნობიერების ამაღლებას ქვეყნის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ საშუალო საფეხურზე, კერძოდ X კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და სამოქალაქო განათლება ისწავლება სავალდებულო პროექტების სახით.  

მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლაში გადაწყდა შემოთავაზებული პროექტებიდან აერჩიათ ერთი და ინტეგრირებულად განეხორციელებინათ სასურველი პროექტი.

პროექტის თემა  გახლდათ - „ჩემი ქალაქის, სოფლის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა /კვლევა და პოპულარიზაცია“. აღსანიშნავია, რომ პროექტის სახელწოდება - „ჩემი კულტურა ჩემი სიმდიდრეა“.

პროექტის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს მშობლიური ქალაქის, სოფლის, რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევა, რაც გულისხმობს მის შესწავლას, აღწერას, ფიქსაციას, სათანადო ინფორმაციის მოძიებას და პოპულარიზაციას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები:

1. კვლევის ჩატარება;

2. პრეზენტაცია თემაზე - კულტურული მემკვიდრეობა; 

3. ლექციების ორგანიზება თემებზე: კულტურული მემკვიდრეობა ამა თუ  იმ ქვეყნის, ქალაქის სახეა, ის მის იდენტობას განსაზღვრავს და მაინც რა სულიერი და მატერიალური ღირებულების მატარებელია კულტურული მემკვიდრეობა?  რა ხდის თითოეულ ძეგლს გამორჩეულს და განსაკუთრებულს - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა გაიარეს რამდენიმე ეტაპი:

მოისმინეს  ლექციები თემებზე:

ა) რა არის კულტურული მემკვიდრეობა (ლექცია 1);

ბ) როგორ და რატომ უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (ლექცია 2);

გ) რა ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ(ლექცია 3);

მოსწავლეები გაეცნენ საინტერესო ინფორმაციას: საიდან მოდის სიტყვა კულტურა, კულტურის სახეობებს, რა ტიპის კულტურული ძეგლები არსებობს, რა ორგანიზაცია არის იუნესკო და როდის შეიქმნა იგი, მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლებიდან, რომელია შეტანილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, მოინახულეს საქარის გულბანდიანის კონწოლია, შორაპნის ციხე და თამარ მეფის ხიდი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასი დაიყო ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფში მოსწავლეებმა გადაინაწილეს ფუნქციები და იმუშავეს შერჩეულ თემებზე როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან, გაეცნენ და დაამუშავეს ვახტანგ ბერიძის ნამუშევარი  -„ძველი ქართველი ხუროთმოძღვრები“ და გიორგი ბოჭორიძის - „იმერეთი“.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ პროექტის შეჯამება საინტერესო და შემოქმედებით გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს:

  • ესეები თემაზე - „ხუროთმოძღვრების ძეგლები“;
  • პრეზენტაცია თემებზე - „ჩემი კულტურა ჩემი სიმდიდრეა“, „საქარის კონწოლია“, „შორაპნის ციხე“;
  • კროსვორდი საქართველოს კულტურული მემეკვიდრეობის ძეგლების მიხედვით;
  • პოსტერების დამზადება და განთავსება საინფორმაციო დაფაზე;
  • ვიდეო-რგოლების დამზადება და გამოქვეყნება სოციალურ ქსელში;
  • ანიმაციური ფილმის მომზადება და გამოქვეყნება სოციალურ ქსელში;

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დადებითად შეფასდა სკოლის დირექციის და მთლიანად სასკოლო საზოგადოების მიერ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელები: ხელოვნების პედაგოგი ნანა გიორგაძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა სამხარაძე, არიან. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

                                                                                 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება