| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს მეტად საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ქიმიის მოყვარულთა კლუბი.
თებერვალში, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საბუნებისმეტყველო კათედრისა და ქიმიის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით (პედაგოგი თეა ქვრივიშვილი), ჩატარდა ქიმიის კვირეული.
კვირეული საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს, რაც მოსწავლეთა ჩართულობაზე აისახა.
მეტად შემეცნებითი იყო კვირეულის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელშიც აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ გიმნაზიის მოსწავლეები:
ახლახან, პარაკლისის შემდეგ, გიმნაზიის რექტორმა - დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, საზეიმო ვითარებაში გადასცა ამ მოსწავლეებს მადლობის სიგელები.
გიმნაზიის მოსწავლეები მუდამ გამოირჩევიან მათი მონდომებითა და ჩართულობით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, ამ მხრივ კი გიმნაზიაში მრავალი აქტივობა განხორციელდა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი