| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით. პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე და მათ სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო აქტივობებით ანებივრებენ.
ახლახან, მეორეკლასელებმა ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“. ზღაპრული აქტივობა პატარებს პედაგოგმა მანანა კირკიტაძემ შესთავაზა.
მოსწავლეები შემოქმედებით საქმიანობაში აქტიურად ჩაერთნენ, ზაპრის გმირები დახატეს, მათ შესახებ ისაუბრეს და ლოგიკურად იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ განძის N2 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება