სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კონფლიქტების მართვა“ - გორელოვკის N3 სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან კლასის საათი იმართება 
08-04-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა ტარდება.

ამჟამად, სკოლაში, სასკოლო პროექტის - „კონფლიქტების მართვა - ეს მშვიდობიანი თანაცხოვრებაა“ ფარგლებში, ხვადასხვა კლასში, ეტაპობრივად იმართება სადამრიგებლო საათი.

მე-5 კლასში, კლასის საათი თამილა ირემაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა განიხილეს თემა „როგორ ვმართოთ კონფლიქტი“. მოსწავლეები გაეცნენ კონფლიქტის ტიპებს, მათ ნახეს ფილმი: „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“.

ფილმის დასრულების შემდეგ კლასში დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი.

პირველი და მესამე კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებელ ფატი რაზმაძის ხელმძღვანელობით კი კლასის საათზე, რომელიც სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩატარდა ნახეს მულტფილმი „მტრობა“, ასევე, სასწავლო ანიმაციები, იმსჯელეს ნანახზე, შექმნეს პლაკატი.

ასევე კლასის საათი გაიმართა სკოლის მეექვსე კლასში, სადაც მოსწავლებმა დაამზადეს პლაკატი კონფლიქტის თემატიკაზე.

XI კლასში კი „კონფლიქტის მართვის“ კვირეულის ფარგლებში, კლასის საათი „კონფლიქტის გამოხატვის გზები / კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო საშუალება“ გაიმართა. მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, გამართეს დისკუსია, განიხილეს სიტუაციური ამოცანები.

მათ ასევე კლასში, საკუთარი და მეგობრების გამოცდილებები მოიყვანეს მაგალითებად. ისინი შეჯერდნენ, რომ კონფლიქტების მართვა მნიშვნელოვანია.

ასევე, სადამრიგებლო საათი კონფლიქტების მართვაზე ჩატარდა მე-7 კლასში, დამრიგებელ გოჩა აბულაძის ხელმძღვანელობით. ბავშვებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესოდ ისაუბრეს და საჭირო გამოცდილება მიიღეს.

აღნიშნული კვირეულის მეშვეობით მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს

მე-9 კლასელი ფინალში 7 იტალიელ მონაწილეს შორის მოხვდა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

წარმატებულ მასწავლებლეთა დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება