სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-6 კლასში აღდგომის დღესასწაულს ღია გაკვეთილი მიეძღვნა
08-04-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. იქ მნიშვნელოვან თარიღებს თემატური ღონისძიებები ეძღვნება. 

ახლახან, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, რუზან მანველიანმა მეექვსე კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „აღდგომა“. ის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები საქართველოსა და სხვა რამდენიმე ქვეყნის სააღდგომო რიტუალებსა და ტრადიციებს გაცნობოდნენ. მათ აღდგომის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და კლასს წარუდგინეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა სააღდგომო სიმღერები შეასრულეს და სარიტუალო სუფრა მოამზადეს, რომელიც წითელი კვერცხებით, მწვანე ჯეჯილით, ღვინით, ხაჭაპურითა და სხვა სააღდგომო კერძებით გააფორმეს. 

აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობას სადღესასწაულოდ მორთული გარემო უფრო ამაღლებდა. 

შეგახსენებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სომხურმა ეკლესიამ 31 მარტს აღნიშნა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია

2027 წლის კალენდარი - მნიშვნელოვანი თარიღები და უქმე დღეები

სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის განხილვა 7 თვით გადაიდო

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ თანამედროვე საერთაშორისო პროცესები“

მე-6 კლასელებმა თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს და საკუთარი პოზიცია კლასის წინაშე გააჟღერეს

სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება