სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
06-04-2024
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ახლახან, სკოლაში ფულის გლობალური კვირეულისთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიების - „მოიწვიე ფინედუ კლასში“, ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. ის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან შედგა, თემა კი ფინანსური განათლება იყო.

შეხვედრის მიმდინარეობაში, რომლის ფასილიტატორიც მე და საზოგადოების, მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ზეინაბ კაკალაშვილი იყო, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ აღნიშნული მიმართულებით ცოდნა გაიღრმავეს, კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

„დიდი მადლობა ჩვენს დესპან ქალბატონ რუსუდანს საინტერესო შეხვედრისთვის და მოსწავლეებს კი აქტიური ჩართულობისთვის. შეხვედრა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“ ორგანიზებით ჩატარდა, ფინანსური განათლების თემებზე. მადლობა „ფინედუს“ ამ შესაძლებლობის, საუკეთესო რესურსების გადმოცემისა და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავს მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ფულს, ფულთან დაკავშირებულ საკითხებსა და ფინანსური უსაფრთხოების თემებს შეეხება. კამპანიის მთავარი დევიზია: „დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი“. ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეული 2014 წლიდან აღინიშნება. კვირეული ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზებას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება