სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მინანქრებისა და ჭიქურების მომზადების, ნაკეთობებზე დატანის ტექნოლოგიების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების კვლევა“- თბილისის N178 სკოლის პროექტი
05-04-2024
-
+


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში - „მეცნიერება იწყება სკოლიდან“ გამარჯვებული პროექტია - „მინანქრებისა და ჭიქურების მომზადების, ნაკეთობებზე დატანის ტექნოლოგიების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების კვლევა“. 

სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 178-ე საჯარო სკოლა მონაწილეობდა სსი-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან“. კონკურსის ფარგლებში, სკოლამ მოიპოვა გრანტი. კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტია - „მინანქრებისა და ჭიქურების მომზადების, ნაკეთობებზე დატანის ტექნოლოგიების ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებების კვლევა“. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის ნომერია SCR-23-462). 

პროექტის მიზანი: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, სასკოლო განათლებისა და სამეცნიერო კვლევების დაახლოება, სამეცნიერო კვლევების ინტეგრირება სასწავლო პროცესში. 

სამეცნიერო დარგობრივი ლიტერატურის გაცნობისა და კვლევების პოპულარიზაციის გზით, სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერების კონკრეტული დარგით;

მოსწავლეთა მიერ სამეცნიერო კვლევების ჩატარების და შედეგების ანალიზის უნარების გამომუშავების ხელშეწყობა;

მასწავლებელთა, გამოცდილ და ახალგაზრდა მეცნიერთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლებებში ჩასართავად.

პროექტის ამოცანები:

  1. მინანქრებისა და ჭიქურების დასამზადებელი მასალების მოძიება-მომზადება, ნაკეთობებზე დატანის ტექნოლოგიათა ფიზიკური-ქიმიური შესწავლა ლექცია-სემინარებით;
  2. მოსწავლეთა მიერ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩასატარებელი ლაბორატორიული კვლევების მეთოდოლოგიის ათვისება და კვლევებისთვის მომზადება;
  3. მოსწავლეთა მიერ, მომინანქრება-მოჭიქურების ექსპერიმენტების დამოუკიდებლად და გუნდურად ჩატარება;
  4. მოსწავლეთა მიერ, შედეგების დამოუკიდებლად და გუნდურად ანალიზი;
  5. სამახსოვროდ მომინანქრებული ვერცხლისა და  სპილენძის  ნაკეთობების დამზადება; კერამიკული ნაკეთობების დამზადება.
  6. მოსწავლეთა მონაწილეობით  სტატიის და საკონფერენციო თეზისების  მომზადება-გავრცელება.
პროექტის გეგმა–გრაფიკის მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დეპარტამენტში თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 178-ე საჯარო სკოლის მოსწავლების ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი - „მინანქარი 178“-ის წევრ მოსწავლეთა ჩართულობით, განხორციელდა შემდეგი აქტივობები: 

გრანტის ფარგლებში სკოლაში დაარსდა „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი“, მოსწავლეებმა შექმნეს კლუბის ლოგო და სოციალურ ქსელში
 გვერდი სადაც გაზიარებულია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, კლუბის დაარსების მიზანია, მოსწავლეებში მეცნიერული უნარ-ჩვევების განვითარება, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია.

„ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ წევრი მოსწავლეებისთვის, პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა მარინა კაპანაძემ მოამზადა სალექციო კურსი და  ჩაატარა ლექცია-სემინარები - მინის, კერამიკის, ჭიქურებისა და მინანქრის ზოგად ტექნოლოგიაში. ლექციები ჩატარდა როგორც სტუ-ში, ასევე 178-ე საჯარო სკოლაში. სალექციო კურსის მიზანი იყო: მოსწავლეების ინფორმირებულობა მინანქრის, ჭიქურის, მომინანქრებისა და მოჭიქურების ტექნოლოგიის შესახებ. სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერების კონკრეტული დარგით.

საგრანტო პროექტის გეგმით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება მოსწავლეებმა დაიწყეს სტუ-ში სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულებაზე, ასოცირებული პროფესორის გივი ლოლაძის ხელმძღვანელობით. თითოეულმა მოსწავლემ წითელი თიხის პლასტიური ცომისაგან საკუთარი ხელით გამოძერწა ნიმუშები, რომლებიც ჯერ გამოაშრეს და შემდეგ გამოწვეს 9000 °C ტემპერატურაზე. ასევე მოხატეს კერამიკული ფილები.

სამუშაოების გაგრძელდა სტუ-ში ბიონანოსამედიცინო კერამიკული და პოლიმერული კომპოზიტების ტექნოლოგის მიმართულებაზე მიმართულების ხელმძღვანელის, ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების და კერამიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს წევრის პროფესორ ზვიად კოვზირიძის ხელმძღვანელობით. პროფესორის მიერ განისაზღვრა კვლევითი სამუშაოები, რომლებიც ჩატარდა მიმართულების ლაბორატორიაში.

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შლიკერის მომზადების და მასის ჩამოსხმის პროცესში, თაბაშირის ყალიბებში ჩამოასხეს შლიკერის მასა და მიიღებული ნაკეთობები გამოწვეს ღუმელში 1100°C კერამიკული ნაკეთობები.



სამუშაოები გაგრძელდა ექსპერიმენტალური შემოქმედებითი ცენტრის „ქართული მინანქარის“ ლაბორატორიაში პროფესორ ვლადიმერ გორდელაძის ხელმძღვანელობით. პროფესორის მიერ განისაზღვრა კვლევითი სამუშაოები, მომინანქრებული ნაკეთობის მომზადება, რომლებიც ჩატარდა ცენტრის ლაბორატორიაში. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით  გადაიტანეს მინანქარი ლითონის სპილენძისა და ვერცხლის ყალიბებზე. გამოწვის შემდეგ, მინანქარმა მიიღო საბოლოო სარკისებური ზედაპირი.



საგრანტო პროექტის დასრულების შემდეგ სამომავლო განვითარების გეგმა ითვალისწინებს:

- კონტაქტების შენარჩუნებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის 178 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის;

- ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის შენარჩუნება და კლუბის თანამშრომლობა სტუ-სთან;

მთელი სასკოლო საზოგადოების სახელით, მადლობას ვუხდით სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  შესაძლებლობისთვის და მხარდაჭერისთვის. სკოლამ გრანტის ფარგლებში, გააუმჯობესა საბუნებისმეტყველო კათედრის მატერიალურ ტექნიკური ბაზა, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მოსწავლეებში STEM მიმართულებით გლობალურ- ფუნქციური უნარების განვითარებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება