სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაზაფხული შემოსულა ლენ“ - ტყიბულის N6 სკოლის VI კლასის მოსწავლეთა ჩიტების ჭიკჭიკისა და ფუტკრების ზუზუნის ფონზე შექმნილი ჩანახატები 
05-04-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი უნარების განვითარებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს ორიგინალურ და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ყველაზე მეტად მხატვრულ მხარეზე მუშაობა უჭირთ და არ უყვართ, მაგრამ პედაგოგები აქტიურად ცდილობენ მათში ინტერესი გააღვივონ.

„მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მხატვრულ სახეებზე ფიქრი ნაწარმოების იდეაში გარკვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. თითოეული მეტაფორის, ეპითეტის, შედარების, გაპიროვნების, ბუნების პეიზაჟის საშუალებით იხსნება თემა, პრობლემა, მთავარი საფიქრალი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სწორედ ამიტომ, სკოლის VI ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე) ერთი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ აქტივობისთვის. აქტივობა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: რა ფუნქცია ეკისრება მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს ნაწარმოებში, როგორ უნდა დაწერონ ჩანახატი, როგორი წინადადებებითა და ტროპის რომელი სახეობებით უნდა დაიტვირთოს იგი.

აქტივობის ინიციატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.

როგორც გვიყვებიან, საკლასო ოთახმა ბუნების წიაღში გადაინაცვლა. მერხების ნაცვლად მუხის გადანაჭრელებსა და საგანგებოდ შერჩეულ მაგიდებზე გადაინაცვლეს მოსწავლეებმა.

„ჩიტების ჭიკჭიკისა და ფუტკრების ბზუილის ფონზე შეიქმნა ჩანახატები „გაზაფხული შემოსულა ლენ“, - აღნიშნავვენ სკოლაში.

ბავშვებმა ნაშრომები იქვე წაიკითხეს. აღნიშნულ დღეს გამოვლინდა საუკეთეს ნაშრომების ავტორები.

„საუკეთესო ნაშრომების მქონეს მოსწავლეები მშვენიერი განწყობით დაუბრუნდნენ ოჯახებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

​მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება