| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვასა და ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან. შესაბამისად, ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს სკოლა პროექტის - „ვზრუნავთ ჩვენს საარსებო გარემოზე“ ფარგლებში გამოეხმაურა. სკოლაში ჩატარდა მეტად საინტერესო და ინფორმაციული ღონისძიება - „წყალი - სიცოცხლეა“.
„გადავარჩინოთ პლანეტა! წყალი სიცოცხლის წყაროა!“- ამ სლოგანების გარშემო გაერთიანებული მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ და ბუნებრივი რესუსურსების დაზოგვისა და დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, გაიმართა შემეცნებითი ვიქტორინა.
„მადლობა ყველა მონაწილეს, ვინც შემოუერთდა ღონისძიებას, რომლის მთავარი სათქმელი იყო წყლის კონსერვაციის მნიშვნელობა, მისი გავლენა ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, წყლის რესურსების ეფექტური გამოყენება და კონსერვაციის მეთოდები.
ვულოცავთ ვიქტორინის გამარჯვებულებს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო. თქვენი ცოდნა და ძალისხმევა დაგეხმარებათ გახადოთ ჩვენი სამყარო უფრო ჯანსაღი და მდგრადი. გავაგრძელოთ ბრძოლა რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს სუფთა წყლი“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
წარმატებულ მასწავლებლეთა დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ