| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც საინტერესო საქმიანობას ეწევიან და თანასკოლელების ეკოგანათლებაზეც ზრუნავენ.
ახლახან, ეკოკლუბელებმა მეორეკლასელებს შესთავაზეს შემეცნებითი, პრაქტიკული, ყოფითი აქტივობა - „სანელებლების დღე“.
საბა ქარდავამ გააცნო პატარებს ეკოკლუბის მუზეუმში არსებული თესლების ბანკი, მათი ყურადღება გამახვილდა თესლების ნაირსახეობაზე, ფორმაზე, ...ბალახები, რომლებიც კულინარიაში გამოიყენება და სანელებლების სახელით არის ცნობილი: ქინძი, კამა, ნიახური, ზაფრანა, ცერეცო, პიტნა, ქონდარი, ნიორი.
„პატარებმა ეკოკლუბელებთან ერთად საგანგებოდ გამზადებულ ნიადაგში ჩათესეს სონა (ნიახური), როგორც ჩვენი წინაპრები აღნიშნავდნენ, ჯერ სონა უნდა დაითესოს სხვა დანარჩენი მერე, თორემ გაბრაზდება სონა და აღარ ამოვა, შემდეგ დათესეს ქინძი და ოხრახუში... ბოსტანი ფანჯრის რაფაზე....გაიხარეთ, გაგვახარეთ.... მაისში აუცილებლად დავნაყავთ ჩვენი მოსავლით ლობიოს სუნელს“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა და ინტერესი ახარებთ.
აქტივობას მასწავლებლები - მთვარისა ფიფია და ვალერიანე ფიფია ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
რუბენ ვარდანიანი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარეს როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ