| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, მასწავლებებლ მარინა ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით, პრობლემურ თემაზე: „ადამიანი და ჯანმრთელობა“ და „მავნე ჩვევები“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს. მათ თეორიულ საკითხებთან ერთად, ვიდეომასალები და საკუთარი ხელით შექმნილი ნახატები წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.
გაკვეთილს ესწრებოდნენ უფროსკლასელებიც. ისინი დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ, რომელიც მავნე ჩვევებს ეხებოდა. მოსწავლეებმა იმსჯელეს მავნე ჩვევების გამომწვევ მიზეზებზე, პრობლემებსა და მათგან თავის დაღწევის გზებზე.
„ამ თემის მნიშვნელობის და აქტუალურობის გამო გაკვეთილი საინტერესოდ, პროდუქტიულად წარიმართა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ