| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
დაწყებით საფეხურზე, IV-V კლასში, კვირაში ერთხელ მათემატიკის წრის - „პირამიდა“ მეცადინეობები ტარდება. როგორც სკოლაში გვიყვებიან, წრის მუშაობის მიზანი, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების დონის ამაღლებაა.
მოსწავლეები აკვირდებიან თავიანთ ნამუშევრებს, მათში არსებულ პრობლემებს და მსჯელობის გზით, სწორ პასუხამდე მიდიან. წრის მუშაობა საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებულად მიმდინარეობს და მრავალფეროვანი მეთოდებითაა გაჯერებული.
საწრეო მუშაობა მორგებულია მოსწავლეების შესაძლებლობაზე, შესაბამისად, დატვირთულია სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით. ამის გამო მოსწავლეები მეტი ინტერესით არიან ჩართული მის მუშაობაში.
წრის ხელმძღვანელი რუსუდან დიასამიძე სამუშაო პროცესზე თავად საუბრობს.
„ვუმზადებ სამ სხვადასხვა ტიპის დავალებას - 1. მაგალითების ამოხსნა; 2 ლოგიკური ამოცანები; 3.რთული ამოცანები. მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად შეარჩიონ მათთვის სასურველი დავალება და ნამუშევრის პრეზენტაცია გამართონ. გარდა ამისა, ხშირად გვიწევს რთულ და ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა, ამისთვის ვახორციელებ ჯგუფურ მუშაობას. ყველა ჯგუფს ეძლევა ერთი და იგივე დავალება. შედეგების განხილვისას კი, მიმდინარეობს საინტერესო დისკუსია წამოჭრილ პრობლემებზე. ასევე, ინდივიდუალურად მოსწავლეები ირჩევენ თითო დავალებას წინასწარ მომზადებული ბარათებიდან, ეძლევათ დავალებისთვის განკუთვნილი დრო, დროის ამოწურვის შემდეგ მიმდინარეობს ამოცანის წარდგენა კლასის წინაშე. მოსწავლეების უკეთ ჩართულობის მიზნით, ვაძლევ საშუალებას შეაფასონ მათივე ჯგუფელის ნამუშევარი და მისცენ უკუკავშირი. მუშაობის პროცესში გზადაგზა მოსწავლეს ვაძლევ წამახალისებელ შეფასებას უკეთსი შედეგის მისაღებად, მაგრამ დეტალურად ვუხსნი თითოეული შეცდომის მიზეზს. ყოველი თვის ბოლოს ვაკეთებ შეჯამებას, გამოკვეთილი პრობლებების საფუძველზე ვადგენ მომდევნო თვის სამუშაო გეგმას წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით“,- გვიყვება წრის ხელმძღვანელი რუსუდან დიასამიძე.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია
ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა