სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას“ - ორხვის საჯარო სკოლაში ორი საერთაშორისო დღე აღინიშნა 
03-04-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში თემატური აქტივობები ორ საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ესენია - π რიცხვის დღე და მდინარეების დაცვის მსოფლიო დღე.

გაიმართა ღონისძიება, რომლის ორგანიზატორებიც ბუნების მასწავლებელი - თამილა მეგრელი და მათემატიკის მასწავლებელი - ელისო მოწონელიძე იყვნენ. ბუნების მასწავლებელის დახმარებით, მოსწავლეებმა პრეზენტაციები მდინარეებისა და მათი სარგებლიანობის შესახებ გამართეს. გარდა ამისა, აღწერეს სოფელში არსებული მდინარე რიონი და დაასახელეს პრობლემები, რაც მისი დაბინძურების მიზეზია. მოსწავლეებმა დასახეს გეგმა, რითაც დასუფთავების საქმეში ჩაერთვებიან. ისინი დაამზადებენ პლაკატებს, რითაც ადამიანებს მოუწოდებენ, რომ მდინარის სისუფთავეზე იზრუნონ და არ დააბინძურონ.

მათემატიკის მასწავლებელმა კი ისაუბრა, რომ 14 მარტი პი-ს (π = 3,1415926… ) დღეა. ამ დღის აღნიშვნა 1987 წელს სან ფრანცისკოელმა ლარი შოუმ მოიფიქრა. რადგან რიცხვების ჩაწერის ამერიკული სისტემა ჯერ თვეს წერს შემდეგ რიცხვს, ამიტომ 14 მარტი - 3/14 ასე იწერება. 1:59:26 საათზე კი მათემატიკურ კონსტანტას -  რიცხვ პი-ს საწყის ციფრებს ემთხვევა π = 3,1415926…

„ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება