სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა მოგზაურობა საბავშვო წიგნების ზღაპრულ სამყაროში
03-04-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. 

2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარის - თეონა ჯანელიძის ინიციატივითა და IIა კლასის დამრიგებლის - ლია ბარბაქაძის ჩართულობით, სკოლის ბიბლიოთეკაში აქტივობა ჩატარდა.

მე-2 კლასელებმა ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრიდან მცირე მონაკვეთები წაიკითხეს. სკოლის ბიბლიოთეკარმა კი მათ საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ანდერსენის ბიოგრაფია უამბო.

IIა კლასის მოსწავლეები მიმდინარე სასწავლო წელს ბიბლიოთეკას უკვე მეორედ სტუმრობენ. მათ ამავე დღეს ასევე თებერვლის და მარტის თვეში წაკითხული წიგნების პრეზენტაცია ჩაატარეს. 

პროექტის - „ჩვენი წიგნების თარო“ ფარგლებში, პატარებმა დაამზადეს წაკითხული წიგნებიდან ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმოებების მულიაჟები და ხელთნაკეთ წიგნების თაროზე განალაგეს. ერთმანეთს ურჩიეს ამ ნაწარმოებების წაკითხვა. მათ აღნიშნეს, რომ კვლავ გააგრძელებენ კითხვას, რადგან წიგნების თაროს ცარიელი ადგილები შევსებას ელოდება.

„ყველასთვის ცნობილია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლაში ჩატარებული აქტივობა და ზოგადად საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება