| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აქტიურად შეუერთდა.
ყველა პედაგოგმა პირველი გაკვეთილი აუტიზმის შესახებ მოსწავლეთათვის მცირე ინფორმაციის მიწოდებით დაიწყო.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში კომპლექსური აქტივობები გაიმართა, რომლებშიც თანაბრად იყო ჩართული მთელი სასკოლო საზოგადოება: მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები.
სკოლაში შემომსვლელებს მოსწავლეებმა წინასწარ დამზადებული ბროშურები და გულსაბნევები მუსიკის თანხლებით დაურიგეს, რაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
ასევე, სკოლაში მშობლებთან, უფროსკლასელებთან გასაუბრება მიმდინარეობდა და დეფინიციების SMART ფორმატში გაცნობა.
აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისით მონაწილეობედნენ. მათ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. წლევანდელი გზავნილია: „აუტიზმის გასაღები სიყვარულია!“
იხილეთ ფოტოები:.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ